logo_geo
კორონავირუსი „დაიმონდ პრინცესზე“ უკვე 130 ადამიანს დაუდგინდა
- +

10 თებერვალი. 2020. 13:51

 

 

იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო გემ „დაიმონდ პრინცესზე“ მყოფი ადამიანებიდან 130-ს კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. დღე-ღამის განმავლობაში საკრუიზო გემზე, ახალი კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი დაავადდა და უკვე კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 3700 ადამიანი იმყოფება.

 

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, გემი კარანტინში 14 დღით უნდა დარჩენილიყო, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კარანტინის ვადაა გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი იოკოჰამას პორტშია გაჩერებული. თავდაპირველად კი, ხომალდზე ვირუსი 80 წლის ჰონგ-კონგელ მამაკაცს დაუდგინეს.

 

 

big_banner
არქივი