logo_geo
„Samsung“-მა „ოსკარის“ ცერემონიაზე ახალი, დასაკეცი სმარტფონი წარადგინა
- +

10 თებერვალი. 2020. 13:56

 

„Samsung“-მა ორშაბათს, გამთენიისას მიმდინარე „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ახალი, დასაკეცი ტელეფონის რეკლამა წარადგინა.

 

მოკლე რეკლამირებისას სმარტფონის დასახელება არ გაჟღერებულა, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე არსებობს ვარაუდი, რომ ტელეფონს Galaxy Z Flip“ ეწოდება.

კომპანია ახალი მოწყობილობის შესახებ დამატებით დეტალებს 11 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაზე გააჟღერებს, სადაც დამატებით ახალი, პრემიუმ კლასის სმარტფონის პრეზენტაციაც გაიმართება.

 

„Samsung“-ს სოციალურ მედიაში რეკლამა ოფიციალურად ჯერჯერობით არ აუტვირთავს, მაგრამ „Business Insider“-მა პროდუქტის ეკრანული კადრების მოპოვება შეძლო.

 

დასაკეც სმარტფონს ე.წ. clamshell დიზაინი ექნება, ისევე, როგორც ახალ „Motorola Razr“-ს. პირველადი შეხედულებით უკანა მხარეს ორმაგი ობიექტივის მქონე კამერის სისტემა და მის გვერდით ექსტერიერზე პატარა „touch-sensitive“ ეკრანი ექნება, სწრაფი შეტყობინებების და მოკლე ინფორმაციების მისაღებად.

 

მოკლე რეკლამაში ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია გამოიყენოს მომხმარებელმა პატარა ეკრანი, ნებისმიერი ზარის საპასუხოდ.

 

 

big_banner
არქივი