logo_geo
ორი უკრაინელი „სბერბანკის“ ბანკომატებიდან დიდი ოდენობის თანხის მოპარვის გამო დააკავეს
- +

10 თებერვალი. 2020. 14:37

 

 

 

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პოლიციამ ორი უკრაინელი დააკავა, რომლებმაც რუსულ ბანკ „სბერბანკის“ კუთვნილი ბანკომატებიდან, დაახლოებით, 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გაიტაცეს. მესამე ეჭვმიტანილმა, ასევე უკრაინის მოქალაქემ, უნგრეთში გაქცევა და მიმალვა შეძლო.

 

ეჭვმიტანილები ოლექსანდ ზაიცევი და დმიტრო ბოიკო 2 თებერვლს დააკავეს ქალაქ ბიჰაჩში, სადაც 56 ათასი კაცი ცხოვრობს.

 

სამივე უკრაინელი ბოსნიაში სერბეთის ტერიტორიიდან 31 იანვარს გადავიდა. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არ აწვდიან ინფორმაციას, თუ სად წაიღეს მოპარული თანხა.

 

დაკავების დროს ეჭვმიტანილებს 60 ათასი დოლარის ეკვივალენტური ადგილობრივი ვალუტა აღმოაჩნდათ.

 

როგორც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საკრედიტო ბანკის, „სბერბანკ BiH“-ის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის დირექტორმა ვედრან პერსიჩმა „რადიო თავისუფლების“ ბალკანურ სამსახურს განუცხადა, რამდენიმე ბანკომატიდან ფულის გამოსატანად, მძარცველები ჰაკერული გზით მიღებულ ინფორმაციას იყენებდნენ.

 

ეჭვმიტანილებს ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი