logo_geo
ბრედ პიტი: ვფიქრობ, კვენტინ ტარანტინომ ამაზე ფილმს გადაიღებს
- +

10 თებერვალი. 2020. 15:28

 

 

სამხრეთკორეული ფილმი „პარაზიტები“ „ოსკარის“ ისტორიაში პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია რომელმაც მთავარ, წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფილმმა „პარაზიტები“ 4 ნომინაციაში გაიმარჯვა. ბინგ ჯუნ ჰო წლის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა და ასევე ჯილდო მიიღო ორიგინალური სცენარისთვის. „პარაზიტებმა“ გაიმარჯვა წლის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც.

 

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი ხოაკინ ფენიქსი გახდა. „ოსკარი“ მას ფილმში „ჯოკერი“ მთავარი როლის განსახიერებისთვის გადაეცა. ფენიქსმა დაჯილდოების ცერემონიაზე ბუნებისა და ცხოველების დაცვაზე, რასიზმსა და სექსიზმზე ისაუბრა.

 

„ჩვენ თავს ყველაზე ღირსეულად მაშინ წარმოვაჩენთ, როდესაც ერთმანეთზე ვზრუნავთ, როდესაც ერთმანეთს წარსულის შეცდომებზე კი არ მივუთითებთ, არამედ როცა ვეხმარებით წინსვლაში. ვიხსენებ ჩემს ძმას, რომელმაც თქვა, დასახმარებლად სიყვარულით გაიქეცით და თქვენ მსოფლიო გამოგყვებათ“, - განაცხადა ფენიქსმა.

 

წლის საუკეთესო მსახიობი ქალი რენე ზელვეგერია, ფილმისთვის „ჯუდი“.

 

ბრედ პიტმა თავისი პირველი „ოსკარი“ კვენტინ ტარანტინოს ფილმში, „ერთხელ ჰოლივუდში“, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო. ბრედ პიტმა „ოსკარის“ ქანდაკებით ხელში სცენაზე დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე ისაუბრა, სადაც რესპუბლიკელებმა სენატში ტრამპი გაამართლეს და უშიშროების საკითხებში მრჩეველს ჯონ ბოლტონს ჩვენების მიცემის უფლება არ მისცეს.

 

მე მითხრეს, რომ მხოლოდ 45 წამი მაქვს, რაც 45 წამით მეტია იმაზე, რაც სენატმა ამ კვირაში ბოლტონს მისცა, ვფიქრობ, კვენტინ ტარანტინომ ამაზე ფილმს გადაიღებს, სადაც ნაჩვენები იქნება, რომ ბოლოს დიდი ადამიანები სწორად იქცევიან,- აღნიშნა ბრედ პიტმა.

 

ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ ლორა დერნმა მიიღო, რომელიც ფილმში „ქორწინების ისტორია“ ადვოკატის როლს ასრულებს.

 

საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო ერგო „ჯოკერის“ კომპოზიტორს ჰილდურ გუანადოტირს, ხოლო წლის საუნდტრეკად ელტონ ჯონის სიმღერა დასახელდა

 

„ოსკარის" დაჯილდოების 92-ე ცერემონიას წამყვანი წელსაც არ ჰყავდა. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები აცხადებდნენ, „დოლბის“ თეატრში „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე მსოფლიო მედიის ყურადღება წითელი ხალიჩისკენ იყო მიმართული. კაბები და კოსტიუმები, რომლებიც ვარსკვლავებმა წლევანდელი „ოსკარისთვის“ შეარჩიეს, განხილვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი