logo_geo
პენტაგონმა აღიარა, რომ აშშ-ის ბაზაზე ირანის შეტევის შედეგად 109 ამერიკელი სამხედრო დაშავდა
- +

11 თებერვალი. 2020. 11:36

 

 

იანვარში ირანის მიერ ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიშის შედეგად დაშავებული სამხედროების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ BBC პენტაგონზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სხვადასხვა სიმძიმის ქალატვინის ტრავმა 109 ამერიკელმა მიიღო. მანამდე ოფიციალური წყაროები 64 დაშავებულის შესახებ საუბრობდნენ. ასევე ცნობილია, რომ დაშავებულთა თითქმის 70% საკუთარი მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდა. დაშავებულთა რაოდენობის ზრდას პენტაგონი იმით ხსნის, რომ სამხედროების უმეტესობას სუსტი დაზიანება ჰქონდა, ამიტომ სიმპტომების გამოვლენას დრო დასჭირდა.

 

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავება ბაღდადში ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა.

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ იერიშის შედეგად არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ეს ერთ-ერთი იყო იმ ფაქტორებისგან, რითაც პრეზიდენტმა თეირანზე საპასუხო დარტყმის განხორციელებისგან თავი შეიკავა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი