logo_geo
ქარიშხალ „კიარას“ ევროპაში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა
- +

11 თებერვალი. 2020. 17:44

 

 

ევროპაში ქარიშხალ „კიარას“ შედეგად სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. 

 

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთში სტიქიას ქალი და მისი 2 ქალიშვილი ემსხვერპლნენ, შვედეთში კაცი ნავის გადაბრუნების შედეგად დაიღუპა. მსხვერპლია გერმანიასა და სლოვენიაში, ერთი ბრიტანელი კი მაშინ დაიღუპა, როცა მის მანქანას ხე დაეცა, ჩეხეთში კი მოგლეჯილი ხე ქალს დაეცა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.  

 

ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 220 კმ/სთ-ს აღწევს. წაქცეული ხეების გამო ბლოკირებულია გზები, ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

გერმანიის რკინიგზის კომპანიამ „დოიჩე ბანმა“ სამხრეთ რეგიონებში ყველა რეისი გააუქმა. თუმცა დღეიდან გერმანიაში სკოლების ნაწილმა მუშაობა განაახლა.

 

დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე შტორმის გამო საფრთხის ყვითელი დონეა გამოცხადებული. ინგლისისა და შოტლანდიის რაიონებში წყალდიდობას ებრძვიან. შტორმი მძვინვარებს ასევე ბელგიასა და საფრანგეთში.

 

„კიარა“ დიდ ბრიტანეთს თავს 9 თებერვალს დაატყდა, რის შემდეგ სამხრეთით გადაინაცვლა და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში გავრცელდა, სადაც მას „საბინას“ უწოდებენ.

 

 

big_banner
არქივი