logo_geo
იდლიბის პროვინციაში ბაშარ ალ-ასადის ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს
- +

11 თებერვალი. 2020. 17:49

 

 

მედიის ცნობით, სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენი ქალაქ სარაქიბის მახლობლად ჩამოვარდა.

 

ამ საკითხზე თურქეთის თავდაცვის ძალებში კომენტარს არ აკეთებენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთი და სირიის ნაციონალური არმია იდლიბის სტრატეგიული ქალაქის, სარაქიბის აღების ოპერაციას ახორციელებენ. როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში სირიის სამთავრობო ძალებთან შეტაკებისას 13 თურქი სამხედრო დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი