logo_geo
ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა
- +

12 თებერვალი. 2020. 10:30

 

 

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 ადამიანი იმსხვერპლა.

ჯამში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, სამშაბათს საღამოსთვის 1113-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვმა კი ოთხშაბათს დილისთვის 44 600-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 4740 პაციენტი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

სამშაბათს ჟენევაში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, სამეცნიერო კონფერენცია დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 400 მეცნიერი იღებს.

11 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ოფიციალური დასახელება მიანიჭა. „დღეიდან კორონავირუსს ოფიციალურად ჩOVID-19 ჰქვია“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თედროს ადანომ გებრეისუსმა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი