logo_geo
დევიდ ჰოკნის „შხეფი“ 23,1 მილიონად გაიყიდა
- +

12 თებერვალი. 2020. 12:09

 

 

ცნობილი ბრიტანელი მხატვრის, დევიდ ჰოკნის ნახატი „შხეფი“ ლონდონის Sotheby's-ის აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

უცნობმა კოლექციონერმა მასში 23,1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

 

„შხეფი“ ერთ-ერთია იმ ნამუშევართაგან, რომელიც მხატვარმა ლონს-ანჯელესში 1966-1977 წლებში  დახატა.

 

82 წლის დევიდი თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მხატვრად ითვლება. 2018 წელს მისი ნამუშევარი „მხატვრის პორტრეტი“ 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

 

 

 

big_banner
არქივი