logo_geo
ინდონეზიაში ხელოვნების უძველესი ნიმუში იპოვეს
- +

12 თებერვალი. 2020. 12:50

 

 

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის გამოქვაბულში ხელოვნების უძველესი ნიმუშები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია BBC ავრცელებს. 

 

გამოცემის ინფორმაციით, საუბარი გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილ ნახატზეა. მასზე ბიზონზე ნადირობის სცენაა გამოსახული.

 

ცხოველის მოკვლას შუბებით შეიარაღებული ადამიანები ცდილობენ, რომლებსაც ცხოველების ნაკვთები აქვთ.

 

როგორც რადიოაქტიური ანალიზით დადგინდა, გამოსახულება 44 ათასი წლის წინ შექმნეს.

 

მეცნიერების თქმით, ეს მსოფლიოში უძველესი ნახატია, რომელიც სიუჟეტს გადმოსცემს. შესაძლოა, ეს მსოფლიოში ცხოველების უძველესი გამოსახულებაც იყოს.

 

ცნობისთვის: აქამდე ცხოველის ყველაზე ადრეულ გამოსახულებად ბორნეოში აღმოჩენილი ნახატი ითვლებოდა, რომელიც 40 ათასი წლით თარიღდება.

 

big_banner
არქივი