logo_geo
ილონ მასკის სანაძლეო - ახალი ელექტროსადგური 100 დღეში უნდა ააშენოს
- +

10 მარტი. 2017. 20:18



რა შეიძლება ნახო ადამიანმა twitter-ზე? ბევრი რამ. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ სოციალურ ქსელში მილიარდერების ნაძლევის მოწმეები გავხდებოდით, რომლებიც არც მეტი არც ნაკლები, თავს ენერგო კრიზისის გადაჭრით ირთობენ.


ილონ მასკი ავსტრალიელ მილიარდერს, მაიკ კენონ-ბრუკსს შეუთანხმდა, რომ თუ 100 დღეში ავსტრალიის შტატ სამხრეთ ავსტრალიაში 100 მეგავატიან ელექტრო-ფერმას ვერ ააშენებს და ამავე პერიოდში მოსახლეობას გამომუშავებულ ენერგიას ვერ მიაწვდის, მაშინ ახალ სადგური სახელმწიფოს უფასოდ გადაეცემა.



ილონ მასკმა და ტესლამ მსგავსი სადგური შარშან კალიფორნიაში 90 დღეში ააშენეს. კალიფორნიას, ისევე როგორც ავსტრალიას ენერგო კრიზისი აქვს. ენერგიაზე დიდი მოთხოვნაა, რაც განსაკუთრებით იწევს ცხელ ამინდებში, როცა მოსახლეობა კონდიციონერებს გაუჩერებლად ამუშავებს. ამის გამო კალიფორნიაშიც და ავსტრალიაშიც ხშირია შუქის გათიშვის შემთხვევები. ავსტრალიის კრიზისს ისიც ამძაფრებს, რომ ქვეყანაში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები დაიხურა; გაძვირდა დენის ტარიფებიც.


მაიკ კენონ-ბრუქსი მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ეცდება ავსტრალიის მთავრობა დაარწმუნოს, რომ ილონ მასკის პროექტისთვის თანხები გამოყოს და შესაბამისი ნებართვები გამოსცეს. ავსტრალიას ეს გარიგება ყველა ვარიანტში აწყობს - ელექტრო სადგურების აშენება მათ ისედაც დასჭირდებოდათ, ხოლო ამ შემთხვევაში არის შანსი რომ ილონ მასკმა პროექტი 100 დღეში ვერ დაასრულოს და ქვეყანამ ახალი სადგური უფასოდ მიიღოს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი