logo_geo
ლონდონში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- +

13 თებერვალი. 2020. 12:17

 

 

ლონდონში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც ბრიტანეთში ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და სიმპტომებიც მალევე გამოუვლინდა. ის სენტ-ტომასის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი დიაგნოზი დადასტურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

დიდ ბრიტანეთში ​კორონავირუსის ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა.

 

14-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი აშშ-ში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, დაავადება დაუდგინდა ჩინეთის უხანის პროვინციიდან ევაკუირებულ მეორე პირს. 232 ევაკუირებული სან-დიეგოსთან, საზღვაო სამხედრო ბაზაზე გადის კარანტინს.

კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ღონისძიებაც გადაიდო. მათ შორის ავტომობილების საერთაშორისო ფედერაციამაც  „ფორმულა 1“-ის გრან-პრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

 

big_banner
არქივი