logo_geo
რომის პაპი დაქორწინებულ მამაკაცებს ამაზონიაში ღვთისმსახურების უფლებას არ აძლევს
- +

13 თებერვალი. 2020. 12:24

 

 

რომის პაპმა ფრანცისკემ უარი თქვა დაოჯახებული მამაკაცებისთვის მღვდლის წოდების მინიჭებაზე და მათ გაშვებაზე ამაზონიაში ღვთისმსახურებად, სადაც დღესდღეობით არასაკმარისი რაოდენობის ღვთისმსახური მოღვაწეობს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, დაქორწინებულებისთვის, სასულიერო პირების სტატუსის მინიჭების თხოვნით, პონტიფიკს რომაული კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭომ ოქტომბერში მიმართა. საბჭოს წევრებს მიაჩნდათ, რომ ასეთი ზომები სამხრეთ ამერიკის ამ რეგიონში მღვდლების უკმარისობის პრობლემას მოაგვარებდა.

 

დღეს კათოლიკურ ეკლესიაში დაქორწინებული მღვდლები მხოლოდ ყოფილი ანგლიკანი ღვთისმსახურები არიან, რომლებმაც კათოლიციზმი მიიღეს.

 

 

big_banner
არქივი