logo_geo
ფლორიდაში ორ დელფინს ესროლეს - დამნაშავის მპოვნელს 20 000 დოლარი გადაეცემა
- +

13 თებერვალი. 2020. 16:57

 

 

ფლორიდაში სანაპიროზე გამორიყული ორი მოკლული დელფინი იპოვეს, ოკეანეთისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) კი ადამიანს, რომელიც დელფინების მკვლელს იპოვის, 20 000 დოლარს სთავაზობს.

 

დელფინები ტყვიის ან ბასრი იარაღისგან მიყენებული ჭრილობებით დაიღუპნენ. დაზიანებები მიანიშნებს, რომ ცხოველებს ტყვია, ისარი ან რაიმე ბასრი საგანი ესროლეს.

 

დელფინები ქალაქ ნეიპლსში ფლორიდის თევზებისა და ველური ბუნების დამცველთა კომისიის წევრებმა იპოვეს. NOAA-ს მიხედვით, 2002 წლიდან აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დანით თუ იარაღით, სულ 29 დელფინი დაიღუპა. წყლის ძუძუმწოვრების დაცვის აქტი, რომელიც 1972 წელს მიიღეს, მათზე ნადირობას, უკანონო გამოკვებას, მოკვლასა და ძალადობას კრძალავს.

 

წესების დარღვევის შემთხვევაში, სასჯელი 100 000 დოლარამდე ჯარიმას და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2009 წელს, დელფინებისთვის ბომბის სროლის გამო, დამნაშავეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

სააგენტო აცხადებს, რომ დელფინების დაღუპვის მიზეზი ირიბად, შესაძლოა, ჩვენს მიერ მათი გამოკვება იყოს. დელფინებმა, რომლებსაც საკვები ადამიანისგან მიუღიათ, შესაძლოა, მისი კიდევ მიღების მიზნით, მომავალში ადამიანების ძებნა დაიწყონ, ამ დროს კი, სხვადასხვა ხიფათს წააწყდნენ. მაგალითად, დაეჯახონ გემებს, აიხლართონ სათევზაო ბადეებში ან მიუახლოვდნენ ადამიანებს, რომლებიც მათ ზიანს მიაყენებენ.

 

ადამიანებისთვის რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ისეთმა მარტივმა ქმედებამ, როგორიც დელფინების გამოკვებაა", — განაცხადა ერთ-ერთმა ექსპერტმა სტეისი ჰორსტმენმა.

 

$20 000 გადაეცემა ნებისმიერ ადამიანს, ვისი ინფორმაციაც საკმარისი აღმოჩნდება დამნაშავის დასაჭერად. განაცხადის გაკეთება ანონიმურადაც არის შესაძლებელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი