logo_geo
კარანტინში მყოფ გემზე ავსტრალიელ წყვილს ღვინო დრონმა მიართვა
- +

13 თებერვალი. 2020. 17:34

 

 

წინა კვირას იოკოჰამას პორტში სამგზავრო ლაინერი „Diamond Princess“ გააჩერეს. აღმოჩნდა, რომ ხომალდზე რამდენიმე პაციენტს კორონავირუსი ჰქონდა და დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გემი კარანტინში მოთავსდა.

 

ავსტრალიელი წყვილი ჯენ და დეივ ბინსკინები სწორედ ამ გემზე იმყოფიან. კარანტინში მოხვედრილი წყვილი მოსაწყენი თავგადასავლის შესახებ „ფეისბუქზე“ პოსტავდა.

 

„გემბანზე სეირნობის უფლებას ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს გვაძლევენ, დანარჩენ დროს, მგზავრები ოთახებს ვერ ტოვებენ“, - წერენ ისინი. წყვილი იაპონიის მოსანახულებლად მიემგზავრებოდა.

 

სიტუაცია გართულდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ინფექცია გემის კიდევ 10 მგზავრს აღმოაჩნდა. საერთო ჯამში, ხომალდზე 3 700 ადამიანი იმყოფება.

 

მოწყენილობის დასაძლევად, წყვილმა ღვინის დალევა გადაწყვიტა, თუმცა, რადგან გემი კარანტინში იმყოფება და მგზავრებს ოთახებიდან გასვლა ეკრძალებათ, უბრალოდ, მაღაზიაში ან რესტორანში ჩასვლა და ღვინის ყიდვა ცოტა რთული საქმე აღმოჩნდა.

 

წყვილი „Naked Wine Club“-ს დაუკავშირდა, რომელმაც მათ ორი ბოთლი ღვინო „Pinot Noi“, მფრინავი დრონის დახმარებით, კაიუტის კართან მიართვა.

 

 

გემზე, კორონავირუსით დაავადებულთაგან, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მგზავრები სახლში დაბრუნებას 8 დღეში მოახერხებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი