logo_geo
დრეზდენის დაბომბვიდან 75 წელი გავიდა - მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობის გახსენება
- +

13 თებერვალი. 2020. 17:43

 

 

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, მოკავშირეთა ძალებმა მდ. ელბაზე ბაროკოს სტილში აგებული გერმანიის ქალაქი დრეზდენი დაბომბეს. საჰაერო ოპერაცია 1945 წლის 12-13 თებერვალს მიმდინარეობდა.

 

75 წლის შემდეგ, დებატები ისევ გრძელდება, იყო თუ არა სამხედრო ოპერაცია მორალურად ან სამხედრო თვალსაზრისით გამართლებული.

 

„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიაში ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, თუ არა მოვლენა იყო მოკავშირეთა მიერ დრეზდენის დაბომბვა, იყო ეს სტრატეგიულ სამიზნეზე გამართლებული სამხედრო იერიში და აუცილებელი ზომა ომის დასრულების დასაჩქარებლად, თუ გადაჭარბებული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის მოსახლეობის დემორალიზებას და მოკავშირეთა ჯარების მოახლოებისას შთაბეჭდილების მოხდენას.

 

„დოიჩე ველეს“ თანახმად, დრეზდენის ბედი, რომელმაც მასშტაბური განადგურების მიუხედავად, სილამაზის ნაწილი მაინც შეინარჩუნა, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ისტორია ინტერპრეტირებული, როგორ იქმნება ლეგენდები და მითები. ნაცისტური გერმანიის პროპაგანდა დაბომბვის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვს 200 000-დან 500 000-მდე ასახელებდა.

 

2005 წელს, დრეზდენის ქალაქის საბჭომ, სიმართლის დასადგენად ისტორიკოსების კომისია შექმნა. დოკუმენტების ხუთწლიანი სკრუპულოზური შესწავლის შემდეგ, კომისიამ მსხვერპლის რაოდენობა 18 000-დან 25 000-მდე განსაზღვრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქალაქი დრეზდენი, 1949-1990 წლებში, საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო.

 

„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმების შემდეგ, გერმანიის აღმოსავლეთ რეგიონებში ულტრამემარჯვენეების გაძლიერება შეინიშნებოდა, დრეზდენი კი ნეონაცისტური სენტიმენტების ბასტიონი გახდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი