logo_geo
„ბიგუდებიანი“ მოსამართლე სამხრეთ კორეაში შრომისმოყვარეობის სიმბოლოდ იქცა
- +

11 მარტი. 2017. 00:31



სამხრეთ კორეის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლი ჩონ მი სამსახურში ე.წ ბიგუდებით გამოცხადდა, რასაც ერთი შეხედვით მისთვის უხერხულობა უნდა შეექმნა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. პირიქით, სამხრეთ კორეაში ის შრომისმოყვარე ქალის სიმბოლოდ იქცა.



სოციალურ ქსელებში კი მისი მისამართით მხოლოდ დადებითი შეფასებები იწერება. კორეის მოსახლეობამ, რომელშიც „იდეალური ქალის" კულტი არსებობს, შემთხვევა დადებითად შეაფასა. ხალხის აზრით, ლი ჩონ მიმ სამსახურის მიმართ ერთგულება გამოიჩინა.


54 წლის მოსამართლეს, კორუფციული გარიგებების გამო, ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი უნდა წამოეწყო, რომელიც საბოლოოდ მისი გამარჯვებით დასრულდა და ქვეყნის პირველი პირის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა შვიდმა მოსამართლემ მოაწერა ხელი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი