logo_geo
აშშ Huawei-ს ბრალს ირანისთვის ჯაშუშური საქმიანობის ხელშეწყობაში სდებს
- +

14 თებერვალი. 2020. 10:35

 

 

 

აშშ „Huawei“-ს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ბიზნესის წარმოებაში ადანაშაულებს.

 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ ტექნოლოგიურ გიგანტს ირანისთვის ჯაშუშური საქმიანობის ხელშეწყობაშიც სდებს ბრალს. ფედერალური მთავრობა ტექნოლოგიურ გიგანტს საიდუმლო ინფორმაციების მოპარვაშიც ადანაშაულებს.

 

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდება მოიცავს აშშ-სგან ინტელექტუალური საკუთრების უკანონო მითვისებას; სანქციების გვერდის ავლით ჩრდილოეთ-კორეასთან და ირანთან ერთად ბიზნესის წარმოებას. 

 

აშშ-ის მთავრობამ „Huawei“ საფრთხედ აღიარა და ამტკიცებს, რომ კომპანიას ჩინეთის მთავრობასა და სამხედრო მეთაურობასთან მჭიდრო კავშირები აქვს. 

 

„Huawei Technologies“ 1987 წელს დაარსდა. მისი შემქნელია ჟენ ჩჟენფეი  სამხედრო ინჟინერი და ჩინეთის არმიის ყოფილი ოფიცერია. აშშ-ის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ კომპანია ჩინეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და „ინფორმაციის შეცვლა და მოპარვა“ შეუძლია. ბრიტანული ოპერატორი „Vodafone“ კი ამტკიცებს, რომ „Huawei“ თავის მოწყობილობებში პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზებს განგებ ტოვებს, რათა შემდეგ სასურველი ინფორმაციის მიღება მარტივად შეძლოს. ჩინურ კორპორციაში კი აცხადებენ, რომ ინფორმაციის არასანქცირებული შეგროვებით არასდროს ყოფილან დაკავებულები და არც ჩინეთის ხელისუფლებისგან მიუღიათ მსგავსი თხოვნა. ოფიციალური ვაშინგტონის აზრით,  ეს დღემდე რომც არ მომხდარიყო, მომავალში ამის ალბათობა ძალიან მაღალია.

 

„Huawei“ ბრალდებებს უარყოფს. კომპანიამ 2020 წლის მთავარ პრიორიტეტად გადარჩენა დაასახელა.

 

2019 წელს, გაყიდვების პროცენტის ზრდამ პროგნოზები ვერ გაამართლა და მხოლოდ 18% შეადგინა, მაშინ როცა შარშან ამ მაჩვენებელმა 19.5%-ს მიაღწია.

 

 

big_banner
არქივი