logo_geo
რუსეთის საელჩო: აშშ-ის ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა
- +

14 თებერვალი. 2020. 10:48

 

 

„ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა“, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩო აცხადებს.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწესა.

 

 

„აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპირალის შექმნის მოწმეები კიდევ ერთხელ გავხდით. ეს რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა. გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა“,- წერს რუსეთის საელჩო.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ რუსულ კომპანიას ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან მიმართებაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.

 

big_banner
არქივი