logo_geo
ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
- +

14 თებერვალი. 2020. 11:10

 

 

ერაყში, სამხედრო ბაზაზე, რომელზეც აშშ-ის ძალებია განლაგებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. „Associated Press“-ის ცნობით, ინფორმაცია დაზარალებულთა და დაღუპულთა შესახებ არ გავრცელებულა.

 

თავდასხმა ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეორმოცე დღეს მოხდა, რაც მედიის ცნობით, ეჭვს აჩენს, რომ განზრახ ამ დღეს დაამთხვიეს.

 

ცნობისთვის, ირანის „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში, პენტაგონის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი