logo_geo
დონალდ ტრამპმა მაიკ ბლუმბერგს „მინი მაიკ ლუზერი“ უწოდა, ბლუმბერგმა კი ის „კარნავალის მყეფარე კლოუნად“ მოიხსენია
- +

14 თებერვალი. 2020. 11:56

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონლად ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დამცინავ ფოტოს აზიარებს და დემოკრატ მეტოქეს, მაიკ ბლუმბერგს აკრიტიკებს.

 

მინი მაიკ ბლუმბერგი არისლუზერი“, რომელსაც აქვს ფული, მაგრამ დებატები არ შეუძლია. ის მე უენერგიო ჯებ ბუშის პაწაწინა ვერსიას მახსენებს, მაგრამ ჯებს მეტი პოლიტიკური უნარები აქვს და შავკანიან მოსახლეობას უკეთესად ეპყრობოდა, ვიდრე მინი“,- წერს ტრამპი.

 

მისივე თქმით, ბლუმბერგი „163 სანტიმეტრი უსიცოცხლო ენერგიის მასაა, რომელსაც არ სურს პროფესიონალ პოლიტიკოსებთან დებატებში შესვლა.

 

ტრამპის განცხადებას ასევე „ტვიტერით“ გამოეხმაურა ნიუ-იორკის ყოფილი მერი.

 

დონალდ ტრამპ, მე და შენ ნიუ-იორკში ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. ხალხი დაგცინის და კარნავალის მყეფარე კლოუნს გეძახის. მე მაქვს ჩანაწერები და რესურსები, რომ დაგამარცხო, ასეც ვიზამ“, - წერს ბლუმბერგი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი