logo_geo
5 წლის ბიჭმა ხანძრისგან ძაღლი და 2 წლის და გადაარჩინა
- +

14 თებერვალი. 2020. 15:28

 

 

აშშ-ის შტატ ჯორჯიაში ხუთი წლის ბიჭმა, ხანძრის დროს, თავისი 2 წლის და და ოჯახის ძაღლი გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა იუწყება, 5 წლის ნოა ვუდსმა ღამით, საძინებელ ოთახში ხანძრის გამო გაიღვიძა. მან სახლის დასატოვებლად ერთადერთი გზა – ღია ფანჯარა გამოიყენა. ფანჯრიდან მან თავისი 2 წლის დაც გაიყვანა.

 

შემდეგ, ნოა ვუდსი სახლში შებრუნდა და იქიდან ძაღლი გამოიყვანა, რის შემდეგაც დახმარების სათხოვნელად, გვერდით მდებარე ბიძის სახლთან მიირბინა. მათ სხვებიც გააღვიძეს და ოჯახის ყველა დანარჩენმა წევრმა (6 ადამიანი) სახლი უსაფრთხოდ დატოვა.

 

„ჩვენ გვინახავს, რომ ბავშვები თავიანთ ოჯახებს აფრთხილებდნენ, თუმცა 5 წლის ბავშვს ასეთი რამ გაეკეთებინოს… ეს საკმაოდ უჩვეულოა“, – აცხადებს ბარტოუს რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დუეინ ჯეიმსონი CNN-თან.

 

„ღვთის წყალობით, ყველა ჩვენგანმა მოახერხა სახლის დატოვება“, – წერს ნოას ბაბუა დეივიდ ვუდსი, - „ნოა რომ არა, შეიძლება, დღეს აქ არ ვყოფილიყავით“. სახლის განადგურების გამო, ოჯახი ამჟამად საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

 

ბარტოუს რაიონის სახანძრო დეპარტამენტი, ამ დღეებში, ნოას ბარტოუს რაიონის საპატიო მეხანძრის წოდებას მიანიჭებს და გადასცემს ჯილდოს, რომლითაც ჩვეულებრივ, მხოლოდ პროფესიონალი მაშველები ჯილდოვდებიან.

 

ამ შემთხვევის შესახებ გაიგო შტატის გუბერნატორმა ბრაიან კემპმაც და ნოას წერილი მისწერა. წერილს ჯეიმსონი პარასკევის ცერემონიაზე წაიკითხავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი