logo_geo
აშშ-ის გენერალური პროკურორი: ტრამპის „ტვიტები“ ჩემს სამუშაო პროცესს შეუძლებელს ხდის
- +

14 თებერვალი. 2020. 15:51

 

 

 

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი „Twitter“-ზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარების გამო წუხს. ის აცხადებს, რომ უწყვეტი კრიტიკა მას ყურადღებას უფანტავს და სამუშაო პროცესს შეუძლებელს ხდის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ტრამპის კრიტიკა მისი ყოფილი მრჩევლის, როჯერ სტოუნის საქმის პარალელურად მიმდინარეობს.

 

გენერალურმა პროკურორმა დონალდ ტრამპის „მავნე ტვიტერული ჩვევა“ მწვავედ გააკრიტიკა.

 

„ვფიქრობ, დროა, იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, Twitter-ზე კომენტარების წერა შეჩერდეს“, - აცხადებს ბარი ABC NEWS-თან.

 

მისივე თქმით, არ შეუძლია დეპარტამენტში სამუშაოს შესრულება იმ კომენტარების თანხლებით, რომელიც მას „ძირს უთხრის“.

 

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბარის რჩევა.

 

„როცა გენერალური პროკურორი ამბობს, რომ გარკვეული ქმედებები მსს სამუშაოს შესრულებას ხელს უშლის, პრეზიდენტმა ეს უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს“, - აღნიშნა მიჩ მაკკონელმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი