logo_geo
ანტარქტიდაზე პირველად 20 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
- +

14 თებერვალი. 2020. 15:53

 

 

 

ანტარქტიდაზე პირველად, მეცნიერებმა 20 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დააფიქსირეს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, ბრაზილიელმა მეცნიერებმა ანტარქტიდის კუნძულ სეიმურზე 9 თებერვალს 20.75 გრადუსი დააფიქსირეს, რაც წინა რეკორდზე, 1982 წლის იანვრის მაჩვენებელზე, რომელიც კუნძულ სიგნიუზე დაფიქსირდა, ერთი გრადუსით მეტია.

 

 

როგორც „გარდიანი“ წერს, ეს მაჩვენებელი მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ უნდა დაადასტუროს, თუმცა, მონაცემების სანდოობას ნახევარკუნძულსა და მის მიმდებარე კუნძულებზე პრეინდუსტრიული ეპოქის შემდეგ ტემპერატურის სამგრადუსიანი მატება ამყარებს, რაც ყველაზე მზარდია პლანეტაზე.

 

მეცნიერები, რომლებიც მონაცემებს აგროვებდნენ, დისტანციურად უწევდნენ მონიტორინგს მეტეოროლოგიურ სადგურს. მათი თქმით, შედეგები „წარმოუდგენელი და ანომალიურია“.

 

 

big_banner
არქივი