logo_geo
ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა
- +

14 თებერვალი. 2020. 17:07

 

 

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

 

როგორც ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, 2019 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 41.6%-ით გაიზარდა.

 

ამასთან, საბჭოს მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია ის აეროპორტები, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

 

იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%).

 

დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).

 

 

big_banner
არქივი