logo_geo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს მეფე ტიგრან დიდის დროს სამხრეთ კავკასიაში ქვეყანა აზერბაიჯანი არ არსებობდა
- +

15 თებერვალი. 2020. 23:21

 

 

„აზერბაიჯანის პრეზიდენტს თუ სურს, ჩავუღრმავდეთ ისტორიას, მაშინ შემიძლია, მას შევახსენო, რომ სომხეთს მეფე ტიგრან დიდის დროს სამხრეთ კავკასიაში ასეთი ქვეყანა – აზერბაიჯანი არ არსებობდა“, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე გააკეთა.

 

სომხეთის პრემიერის ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, რაც ისტორიული ფაქტია.

 

„ისტორიულად აქ ცხოვრობდნენ სომხები, ქართველები, მაგრამ არა აზერბაიჯანელები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

ფაშინიანის თქმით, ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემა სტალინის პირადი ინიციატივა იყო.

 

 

big_banner
არქივი