logo_geo
მოსკოვში 29 თებერვალს ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში იგეგმება
- +

16 თებერვალი. 2020. 01:38

„მოსკოვის მერიამ 29 თებერვალს ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარშის ჩატარების ნებართვა გასცა,“ – ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ პოლიტიკოს ილია იაშინზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

იაშინის თქმით, აქციის ორგანიზატორებმა თანხმობა მიიღეს, თუმცა ოფიციალური დოკუმენტაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.

 

მარშში მონაწილეობას სავარაუდოდ 30 ათასი ადამიანი მიიღებს და ის 13:00 საათზე დაიწყება.

 

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

 

 

 

big_banner
არქივი