logo_geo
ბაქოში ოპოზიციის აქციაზე 55 ადამიანი დააკავეს
- +

17 თებერვალი. 2020. 11:19

  

აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციამ ათეულობით ოპოზიციონერი და მათი მხარდამჭერი დააკავა, აქციის ტერიტორიას ქალაქგარეთ ავტობუსებით გაარიდა და შემდეგ გაათავისუფლა.

 

ოპოზიცია 2020 წლის 9 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა და უკანონოდ აღიარებას მოითხოვდა.

არჩევნების შედეგებით, პროსახელისუფლებო კანდიდატებმა მილი მეჯლისში მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს.

 

ოპოზიციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე პოლიციამ  ოპოზიციის ლიდერები ილგარ მამედოვი, რუსლან იზეთლი, ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი და ილვი ჰასანლი დააკავა, ხოლო უკვე უშუალოდ აქციის მიმდინარეობისას პარტია „მუსავათის“ ლიდერი არიფ გაჯილი და ადვოკატი ნემატ ქერიმლი.

 

ბაქოს პოლიციის სამმართველოს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული აქცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ, არასანქცირებული იყო.

 

მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ოპოზიციონერებს ქალაქში აქციის გამართვისთვის საჭირო სანქცია არ მისცა და აქციისთვის ახლომდებარე სოფელი შესთავაზა. ამაზე ოპოზიცია არ დათანხმდა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის ჩატარება მაინც გადაწყვიტა.

 

 

big_banner
არქივი