logo_geo
თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების წინ, სირიის ძალებმა ალეპოს პროვინციის უმეტესი ნაწილი დაიკავეს
- +

17 თებერვალი. 2020. 11:20

 

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს.

 

რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ასადის სამთავრობო ძალებმა რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დეკემბრიდან განაახლეს. წუხელ, გვიან ღამით, სამთავრობო ძალებმა ალეპოს ძირითად ნაწილზე 2012 წლის შემდეგ კონტროლი პირველად დაამყარეს.

 

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ,  „Reuters“ ავრცელებს.  

 

სირიის მთავრობის ბოლოდროინდელმა მიღწევებმა ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, ანკარასა და მოსკოვს შორის მყარი თანამშრომლობა დაარღვია და ის მოლაპარაკებებზეც უარყოფითად იმოქმედებს.

 

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთს სირიის პროვინცია იდლიბზე იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

ცნობისთვის, რუსეთი და თურქეთი სირიის სამოქალაქო კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი - მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

 

 

 

big_banner
არქივი