logo_geo
ელტონ ჯონი კონცერტის დროს შეუძლოდ გახდა
- +

17 თებერვალი. 2020. 11:22

 

ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში კონცერტის დროს ხმა დაკარგა.

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, ლეგენდარულმა მომღერალმა ოკლენდში მიმდინარე კონცერტის დროს შეუძლოდ იგრძნო თავი და გამოსვლა შეწყვიტა.

 

ახლახან დავკარგე ხმა, ვერ ვიმღერებ. უნდა წავიდე, მაპატიეთ“, – განაცხადა ელტონ ჯონმა.

 

ამის შემდეგ პიანინოსთან მჯდომი 72 წლის მომღერალი ატირდა და ის სცენიდან დამხმარე პერსონალმა გაიყვანა.

 

მოგვიანებით კი მომღერალმა სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს ემოციურად მიმართ.

 

„ჩემი ხმა არ ამოვიდა და ამან გული გამიხეთქა. იმედგაცრუებული ვარ, ბოდიში. დიდი მადლობა თქვენი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც თქვენ დამანახეთ. მე თქვენი საუკუნოდ მადლობელი ვარ“, - დაწერა მომღერალმა.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ელტონ ჯონს ატიპური პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

 

2018 წელს ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ საკონცერტო ტურებს წყვეტს, რათა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. თუმცა, ამასთან ერთად მუსიკოსმა აღნიშნა, რომ 300 კონცერტს გამართავს და თაყვანისმცემლებს დაემშვიდობება.

 

 

big_banner
არქივი