logo_geo
დონალდ ტრამპი: ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა
- +

17 თებერვალი. 2020. 13:24

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა. CBNNEWS-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა „Daytona“-500-ის ავტორბოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

 

„Daytona-500“ ლეგენდარული რბოლაა. დღეს ათიათასობით პატრიოტი მოვიდა აქ, რათა მსოფლიო კლასის უსწრაფესი ავტომობილები იხილონ. თუმცა, NASCAR-ის ფანები არასოდეს დაივიწყებენ, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს დღეს, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა. რეზინა დაიწვება, ფანები იყიჟინებენ და უდიდესი ამერიკული ავტორბოლა დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.

 

გახსნის ცერემონიას დონალდ ტრამპთან ერთად მისი მეუღლე მელანია ტრამპიც ესწრებოდა. რბოლის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ლიმუზინით საპატიო წრე დაარტყა.

 

„NASCAR Daytona 500“-ის ავტორბოლის გახსნის ცერემონიას დაახლოებით ასი ათასი ადამიანი დაესწრო. ეს აშშ-ში ყველაზე პოპულარული საავტომობილო რბოლაა. ღონისძიების ყოველწლიური საპრიზო ფონდი 18 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

big_banner
არქივი