logo_geo
პაკისტანში დაუდგენელი მომწამვლელი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
- +

17 თებერვალი. 2020. 13:34

 

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, დაუდგენელი მომწამვლელი აირის გაჟონვის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზებულია 50-მდე პირი. მათ სუნთქვის პრობლემები შეექმნათ.

 

უცნობი აირი საზღვაო პორტის მიმდებარე დასახლებაში გავრცელდა, რამაც პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები რესპირატორული ნიღბებით გადაადგილდებიან.

 

ადგილობრივი მცხოვრებლების მტკიცებით, მომწამვლელმა აირმა პორტში მდგარი ერთ-ერთი გემიდან გაჟონა, რომელიც სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერებებით არის დატვირთული. ყარაჩის პორტის ოპერატორ კომპანიაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი