logo_geo
ანკარაში, ქრისტიანთა საფლავების შეურაცხყოფის გამო, მოზარდები დააკავეს
- +

17 თებერვალი. 2020. 13:34

 

ანკარაში დააკავეს ექვსი მოზარდი, რომლებსაც ქრისტიანების საფლავების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ანკარას გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

როგორც თურქული გამოცემა „ჰურაიეთი“ წერს, ვანდალიზმის ფაქტი 20 ქრისტიანის საფლავზე დაფიქსირდა. დაზიანებულია წარმოშობით რუსი მოქალაქეების საფლავებიც.

 

მოზარდები სასაფლაოს დაცვის წევრებმა დააკავეს. მათი ასაკი 15-16 წელია. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეგზავნა.

 

შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ერხოვმა განაცხადა, რომ სირიის ქალაქ იდლიბში სიტუაციის გამწვავების შემდეგ თურქულ სოციალურ ქსელებში ანტირუსული განწყობა შეინიშნება.

 

რუსი დილომატის მტკიცებით, იყო მუქარები პირადად მისი მისამართითაც, რის გამოც თურქეთის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატების დაცვა გააძლიერა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი