logo_geo
ბრიტანეთი შტორმის შედეგად წყალქვეშ აღმოჩნდა
- +

17 თებერვალი. 2020. 15:03

 

დიდი ბრიტანეთი ძლიერი ქარიშხლის ეპიცენტრში ამ თვეში უკვე მეორედ აღმოჩნდა - ქარიშხალი „კიარა“ „დენისმა“ შეცვალა.

 

შტორმის შედეგად ყველაზე მეტად ინგლისი, შოტლანდია და უელსი დაზარალდნენ.

 

დღის განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონებში ნალექის ყოველთვიური ნორმა მოვიდა, ხოლო ზოგან  ქარის სიმძლავრემ 146კმ/სთ-ს  მიაღწია.

 

უამინდობამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია ინგლისსა და სამხრეთ უელსში. წყლის ქვეშ მოხვდა მრავალი დასახლებული პუნქტი. ხელისუფლება იძულებული გახდა, გზები და აეროპორტები დაეხურა.

 

 

 

 

big_banner
არქივი