logo_geo
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
- +

17 თებერვალი. 2020. 15:36

 

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქციები იარაღზე ემბარგოს და ოთხი ფიზიკური პირის წინააღმდეგ სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით სანქციები ბლოკმა, 2021 წლის 28 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

 

ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები 2004 წელს მას შემდეგ დააკისრა, რაც ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ერთი ბიზნესმენი და ერთი ჟურნალისტი უკვალოდ გაუჩინარდნენ.

 

2011 წელს კი, საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების კანონმდებლობის დარღვევის გამო, სანქციები კიდევ უფრო გაფართოვდა.

 

 

big_banner
არქივი