logo_geo
ანკარაში ლიცეუმის დირექტორს ესროლეს
- +

17 თებერვალი. 2020. 16:02

 

ანკარაში, ეთიმესგუთის რაიონში მდებარე ლიცეუმში სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

 

ინციდენტი დღეს დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:50 საათზე მოხდა. სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლი დაცვის თანამშრომელმა გახსნა. მან სკოლის დირექტორი დაჭრა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

 

შენობიდან ლიცეუმის მოსწავლეების ევაკუაცია მოხდა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. დაცვის თანამშრომლის მიერ ცეცხლის გახსნას დირექტორსა და მას შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თავდამსხმელის მდგომარეობა მძიმეა.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

 

 

big_banner
არქივი