logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებების გამო, თურქეთის ელჩი ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
- +

17 თებერვალი. 2020. 16:58

 

 

პაკისტანში ვიზიტის დროს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებების გამო, თურქეთის ელჩი ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

 

ინდოეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დელი ეწინააღმდეგება თურქეთის მიერ ტრანსსასაზღვრო ტერორიზმის გამართლების მცდელობებს, რომელშიც პაკისტანი ღიად მონაწილეობს.

 

„ეს ეპიზოდი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში თურქეთის ჩარევის კიდევ ერთი მაგალითია“, – აღნიშნულია ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

პაკისტანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა ქაშმირის რეგიონის მოსახლეობის ბრძოლა, პირველი მსოფლიო ომის დროს თავისი ქვეყნის სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლას შეადარა. ქაშმირის რეგიონი ინდოეთს და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიაა. გასულ წელს, ინდოეთმა რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი გაუუქმა და მის ტერიტორიაზე მოკავშირე ტერიტორიები: ჯამუ და ქაშმირი და ლადაკხი შექმნა. ეს გადაწყვეტილება პაკისტანმა მკაცრად გააკრიტიკა. ჯამუ და ქაშმირის რეგიონში აქტიურია სეპარატისტული მოძრაობები, რომლის მხარდაჭერაში ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს. ისლამაბადი ბრალდებებს უარყოფს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი