logo_geo
თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
- +

17 თებერვალი. 2020. 19:41

 

 

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის მანქანასთან თავი აიფეთქა. გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის ორი სამართალდამცველი.

 

თავდასხმა ავღანეთთან მოსაზღვრე ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტაში მოხდა. დაშავებულია 35 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

 

როგორც პაკისტანის პოლიციის უფროსმა განაცხადა, თავდამსხმელის სამიზნე რელიგიური ჯგუფის დემონსტრაცია იყო, თუმცა ის პოლიციამ გააჩერა, რა დროსაც მან თავი აიფეთქა.

 

 

big_banner
არქივი