logo_geo
ფინეთში რუსი ბიზნესმენის ქონება დააყადაღეს
- +

18 თებერვალი. 2020. 11:03

 

ფინეთში კომპანია „Airston Helmi“-ს მფლობელის, პაველ მალნიკოვის ქონება დააყადაღეს, რომელიც 2.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

რუს ბიზესმენს ოფიციალურად ეკონომიკური სახის დანაშაულში, საგადასახადო თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რეალური მიზეზი სხვაა.

 

კერძოდ, მალნიკოვის მფლობელობაში მყოფი ობიექტები რუსეთს შესაძლოა ფინეთში სამხედრო ინტერვენციისთვის გამოეყენებინა. 2018 წელს Aირისტონ Hელმი-ს კუთვნილ ობიექტებზე პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელშიც 400-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

 

ქალაქ ტურკუსთან მდებარე კუნძულ საკილუტოზე პოლიციამ დიდი რაოდენობით სათვალთვალო მოწყობილობები, ვეტმფრენების დასაფრენი მოედანი, ნავმისადგომები და დიდი რაოდენობით თანხა იპოვა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფინეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ინფრასტრუქტურა რუსეთს შესაძლოა სამხედრო მიზნით გამოეყენებინა, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა დმიტრი მედვედევმა ამ ვერსიას „პარანოიდული“ უწოდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი