logo_geo
კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ჩინეთში „Toyota“-მ და „Mazda“-მ მუშაობა განაახლეს
- +

18 თებერვალი. 2020. 11:24

 

იაპონელი ავტომწარმოებლები ჩინეთის ბაზარზე ბრუნდებიან. „Kyodo“-ს ინფორმაციით, „Toyota“  უკვე მეორე მსოფლიო ბრენდია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

 

ჩინეთში, ქალაქ ტიანცზინში ამ ბრენდის საწარმო მთელი დატვირთვით ამუშავდა. ასევე კომპანიამ გახსნა საწარმოები ჩანჩუნსა და გუანჩჟოუშიც.

 

გასულ წელს „Toyota“-მ ჩინეთში 1,40 მილიონი მანქანა შექმნა, რაც მისი გლობალური წარმოების დაახლოებით 15 პროცენტია. ქვეყანაში გაყიდვებმა კი, 2019 წელს დაახლოებით 1,62 მილიონ ერთეულს მიაღწია.

 

24 თებერვლიდან ჩინეთის ბაზარზე საწარმოო პროცესს განაახლებს ავტოკონცერნი „Mazda“.

 

შეგახსენებთ, რომ  ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი,  ჩინეთში კორონავირუსმა კიდევ 96 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1868-ს მიაღწია.

 

big_banner
არქივი