logo_geo
ჯეფ ბეზოსი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად10 მილიარდს დახარჯავს
- +

18 თებერვალი. 2020. 11:25

 

 

კომპანია „Amazon“-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად სპეციალურ ფონდს ქმნის. ამის შესახებ მილიარდერი „Instagram“-ზე წერს.

 

ფონდს ბეზოსი 10 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. სოლიდური თანხით მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეკოაქტივისტები დაფინანსდებიან, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იბრძვიან.

 

„კლიმატის ცვლილება ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი პლანეტისთვის. მინდა სხვებთან ერთად ვიმუშაო, რომ კლიმატის ცვლილების დამანგრეველი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გზები ვიპოვო.

 

ეს პრობლემა ჩვენ ყველას გვეხება. მე გლობალური ინიციატივით გამოვდივარ. ეს ინიციატივა  დააფინანსებს მეცნიერებს, აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს - ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ბუნებრივი სამყაროს შენარჩუნებისა და დაცვისკენ იქნება მიმართული“, - წერს ჯეფ ბეზოსი.

 

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. დღეისათვის ბიზნესმენის ქონება 130 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

 

big_banner
არქივი