logo_geo
ჩინეთში, კორონავირუსით უხანის ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა
- +

18 თებერვალი. 2020. 11:28

 

ჩინეთში, კორონავირუსით უხანის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ლიუ ზიმინგი დილით, 10:30 საათზე გარდაიცვალა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით 1716 ექიმი იყო დაინფიცირებული და მათგან მედიცინის 6 მუშაკი დაიღუპა.

 

ამ დროისთვის, კორონავირუსით COVID-19 დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1 900-ს აღწევს, ხოლო ლაბორატორიულად ვირუსი 72 400-ზე მეტ ადამიანს უდასტურდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი