logo_geo
ვადიმ პრისტაიკო: მოსკოვი ბელარუსს თავისუფალ ქვეყნად დარჩენის საშუალებას არ მისცემს
- +

18 თებერვალი. 2020. 11:45

 

ბელარუსსა და რუსეთს შორის შესაძლებელია საომარი მოქმედებები დაიწყოს, რადგან მოსკოვი ბელარუსს თავისუფალ ქვეყნად დარჩენის საშუალებას არ მისცემს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ბელარუსს მძიმე პერიოდი ელის. რამდენიმე წლის წინ ბელარუსელ ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი და მათ ვუთხარი, რომ თუ დამოუკიდებლად დარჩენა სურთ, მათ რუსეთთან ისეთი ომი და ისეთი ტანჯვა ელით, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ჩემი არ სჯეროდათ. შესაძლოა, ახლა უფრო ნაკლებად ეპარებათ ეჭვი“, - განაცხადა პრისტაიკომ.

 

ამასთან, პრისტაიკომ იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება.

 

იმედი მაქვს, რომ მართალი არ აღმოვჩნდები. ბელარუსები მშვიდი და მომთმენი ხალხია. ჩვენც ასეთივე მომთმენი და მშვიდები ვიყავით - ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსები თქვენს მოკვლას არ დაიწყებენ. მერე თქვენც დაიწყებთ მათ მოკვლას, თუნდაც მოწინააღმდეგე თქვენზე ძლიერი იყოს. სხვა რა გზაა?“- დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ცნობისთვის, ბოლო დაპირისპირება მოსკოვსა და მინსკს შორის რუსული ნავთობის ფასებმა გამოიწვია. რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება 1 იანვარს შეუჩერა, ხოლო 4 იანვარს ნაწილობრივ აღუდგინა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ რუსეთი ენერგორესურსებისა და ეკონომიკურ საკითხებს ზეწოლისთვის იყენებს, რათა აიძულოს მინსკი, რუსეთთან ინტეგრაცია მოახდინოს.

 

რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბელარუსს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ აშშ ბელარუსს საჭიროების შემთხვევაში ნავთობით უზრუნვლყოს. აღნიშნულმა მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია.

 

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსი აპირებს, სახელმწიფო გერბიც შეცვალოს. ცვლილებების მიხედვით, გერბზე მეტი ევროპა და ნაკლები რუსეთი გამოჩნდება.

 

big_banner
არქივი