logo_geo
ბაქოში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა
- +

18 თებერვალი. 2020. 12:32

 

აზერბაიჯანში, ბაქოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 60 მაღაზია დაიწვა, დაშავდა ათამდე  ადამიანი.

 

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. ერთი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძარი სავაჭრო ცენტრ „სადარაქში“ გამთენიისას გაჩნდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა ორი ვერტმფრენიც. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ერთი საათს გაგრძელდა.

 

ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია. მომხდარის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

 

big_banner
არქივი