logo_geo
კიევში აცხადებენ, რომ პრორუსული სამხედრო დაჯგუფებები დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უტევენ
- +

18 თებერვალი. 2020. 14:07

 

კიევში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. ის უკრაინის დროით 12:00-ზე გაიმართება.

 

ამის მიზეზი გამთენიისას, დონბასში, პრორუსული ძალების მიერ, ლუგანსკის ოლქში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან: ნოვოტოშკოვსკოესთან, ორეხოვოსთან, კრიმსკოესთან და ხუტორ ვილნისთან, უკრაინის სამხედრო პოზიციებზე იერიშის მიტანა გახდა.

 

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, „ოკუპანტები მინსკის შეთანხმები აკრძალულ შეიარაღებას იყენებენ“.

„მტერი იყენებს 120 მმ-იანი კალიბრის ნაღმმტყორცნებს. ასევე ცეცხლს ხსნის სხვადასხვა ყუმბარმტყორცნიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან“, – ნათქვამია ოპერატიული შტაბის ინფორმაციაში.

 

უკრაინელი სამხედროების ცნობით, მეტოქე აქტიურ შეტევაზე გადავიდა და ე.წ. დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადა.

 

საბრძოლო მოქმედება ახლაც გრძელდება, ორივე მხარეს დანაკარგია, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.

 

big_banner
არქივი