logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: დებალცევოს ტრაგედიის მეხუთე წლისთავზე ოკუპანტებმა ცინიკური პროვოკაცია მოაწყვეს
- +

18 თებერვალი. 2020. 15:14

 

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხედრო ფორმირებებმა დონბასში საომარი მოქმედებები განაახლეს.

 

„ოკუპანტების სამიზნე ჩვენი ძალები არიან. ისინი მინსკის ხელშეკრულებით აკრძალულ იარაღს იყენებენ“, - აცხადებენ ქვეყნის სამხედრო უწყებაში.

 

მედიის ცნობით, აქტიური მოქმედებები მიმდინარეობს ამ მომენტშიც, ორივე მხარეს არიან დაღუპულებიც.

 

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტიც. ის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, სოციალური ქსელით ეხმაურება.

 

ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ვითარების გამწვავებას მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობას უწოდებს.

 

„ამ დილით თავს დაესხნენ პოზიციებს ნოვოტოშკოვსკის, ორეხოვოს, კრიმსკოეის, ვოლნის დასახლებების მახლობლად.

 

დებალცევოს ტრაგედიის მეხუთე წლისთავზე „ბოეევიკებმა და ოკუპანტებმა ცინიკური პროვოკაცია მოაწყვეს. ეს უბრალოდ ცინიკური პროვოკაცია არ არის, რომლის მიზანია დებალცევოს ჭრილობაზე დაჭერა, რომელიც არასდროს მორჩება სრულად. ეს არის დონბასში მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობა, რომელმაც წინსვლა დაიწყო პატარა, თუმცა შეუქცევადი ნაბიჯებით.

 

დაბომბვა ხორციელდება მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღებით. სამწუხაროდ, არის დანაკარგებიც. ჩვენი კურსი ომის დამთავრებისკენ და საერთაშორისო ხელშეკრულებებისადმი ერთგულების შენარჩუნებაში, უცვლელი რჩება - ისევე როგორც ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოვიგერიოთ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

big_banner
არქივი