logo_geo
კიმ ჩენ ინი: დაე, სტალინმა გაახაროს კორეელი ხალხი ისევე, როგორც ახარებდა საბჭოთა კავშირის ხალხს
- +

18 თებერვალი. 2020. 16:37

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რესპუბლიკაში პირველმა გახსნა იოსებ სტალინის ძეგლი. კორეის ომის გმირების პარკი, რომელიც რესპუბლიკის დედაქალაქში უდიდეს ტერიტორიას იკავებს და მოქალაქეების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, ძეგლის ადგილად აირჩიეს.

 

 

საბჭოთა ლიდერისთვის 20-მეტრიანი ძეგლის მშენებლობა ორნახევარი თვე გაგრძელდა. მასალად ჩრდილოეთის კორეის სახალხო მოქანდაკემ ლი პაკ იუნმა აირჩია ოქრო (79%), სპილენძი (20%) და უჟანგავი ფოლადი (1%). საერთო წონა 230 ტონაა.

 

ძეგლის ძირში არის წარწერა მოოქროვილი ასოებით კორეულ, რუსულ და ქართულ ენაზე „დიდ სტალინს - სოციალიზმის მამას, კორეელი ხალხის შესანიშნავ მეგობარს და მასწავლებელს".

 

ძეგლი ქალაქ ფხენიანის ყველა წერტილიდან გამოჩნდება, ღამით კი, განათებული იქნება. ძეგლის ღამის განათების განსახორციელებლად, დედაქალაქის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიას საღამოს საათებში გრაფიკით მიიღებს. ამის შესახებ ტერიტორიის მცხოვრებლებმა, უშუალოდ მიმართეს წერილით სახელმწიფოს მეთაურ კიმ ჩენ ინს.

 

მშენებლები, რომლებმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულეს სამუშაო, ჩრდილოეთ კორეის პარტიის ხელმძღვანელებმა, დიდი სტალინის პიროვნებისადმი უპატივცემულობის გამო, მშრომელთა ბანაკებში გაგზავნეს. ჩრდილოეთ კორეის პრესაში დივერსიული ქმედება უწოდეს მათ საქციელს, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ 14 თებერვალს სამუშაო გრანდიოზულად დასრულებულიყო.

 

„ჩემს ბაბუას სურდა კორეაში სტალინის ძეგლის აღმართა. მე ვასრულებ მის და მთელ კორეელი ხალხის ნებას. ვნანობ და ბოდიშს ვიხდი, რომ ადრე ვერ შევძელი, სტალინის ხსოვნისადმი პატივი მიმეგო, მაგრამ მიუხედავად გარემოებისა და კაპიტალისტების ეკონომიკური ზეწოლისა, დავალება მაინც შევასრულეთ. დაე, სტალინმა გაახაროს კორეელი ხალხი ისევე, როგორც ის ახარებდა საბჭოთა კავშირის ხალხს 30-იან და შემდეგ წლებში“, - თქვა კიმ ჩენ ინმა ძეგლის გახსნისას.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი