logo_geo
ალენ დელონი: მე ვიცი, რომ ამ სამყაროს სინანულის გარეშე დავტოვებ
- +

18 თებერვალი. 2020. 16:44

 

„ცხოვრება მე აღარაფერს მომიტანს. მე უკვე ყველაფერი ვნახე, ყველაფერი გადავიტანე და რაც მთავარია, მე ვერ ვიტან ამ ეპოქას“, - ამის შესახებ  ფრანგმა მსახიობმა, პროდიუსერმა, რეჟისორმა და სცენარისტმა ალენ დელონმა ფრანგულ ჟურნალ  „Paris Match“-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა.

 

ცხოვრებაზე, მეგობრებზე და ოჯახზე საუბრისას ლეგენდარულმა მსახიობმა აღნიშნა, რომ ამქვეყნიდან სინანულის გარეშე წავა.

 

„ცხოვრება მე აღარაფერს მომიტანს. მე უკვე ყველაფერი ვნახე, ყველაფერი გადავიტანე და რაც მთავარია, მე ვერ ვიტან ამ ეპოქას.

 

ეს ეპოქა გულს მირევს, ვერ ვიტან ხალხს. ყველაფერი ფარსია, ყველაფერი ყალბია.

 

აღარ არსებობს პატივისცემა, აღარავინ ასრულებს დაპირებებს. ახლა მნიშვნელობა მხოლოდ ფულს აქვს. დილიდან საღამომდე, ჩვენ მხოლოდ დანაშაულების შესახებ ვისმენთ.

 

მე ვიცი, რომ ამ სამყაროს სინანულის გარეშე დავტოვებ“, - განაცხადა ალენ დელონმა.

 

big_banner
არქივი