logo_geo
მაიკლ ბლუმბერგი მზადაა, ქონების დიდი ნაწილი თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის გასასტუმრებლად დახარჯოს
- +

18 თებერვალი. 2020. 17:13

 

 

აშშ-ში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტმა მაიკლ ბლუმბერგმა გასულ კვირას Facebook-ში რეკლამაზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით „Fox Business“ ავრცელებს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ 8 თებერვლიდან 14 თებერვლამდე პერიოდში, მაიკლ ბლუმბერგმა სოციალურ ქსელში რეკლამაზე 9.1 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც ათჯერ მეტია, ვიდრე სხვა საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტების ჯამურად დახარჯული თანხა.

 

შედარებისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამ მიზნებისთვის გასულ კვირას 480 ათასი დოლარი დახარჯა.

 

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკლ ბლუმბერგი მზად არის, თავისი ქონების დიდი ნაწილი თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის გასასტუმრებლად დახარჯოს. ამ შინაარსის განცხადება ბლუმბერგმა „Reuters“-თან ინტერვიუში გააკეთა.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი