logo_geo
„პრადა“ იაპონიაში დაგეგმილ ჩვენებას კორონავირუსის საფრთხის გამო გადადებს
- +

18 თებერვალი. 2020. 19:42

 

 

იტალიური მოდის სახლი „პრადა“ იაპონიაში დაგეგმილ ჩვენებას კორონავირუსის საფრთხის გამო გადადებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

„კორონავირუსის ფონზე არსებული მდგომარეობის გამო, შოუ, რომელიც იაპონიაში 21 მაისს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდება“ ,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იაპონია „პრადასთვის“ ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. მოდის სახლში აცხადებენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე იაპონიაში შოუს ჩაატარებენ.

 

 

big_banner
არქივი